ეს გაიდი დაგეხმარებათ CM360-ის, SA360-ისა და Google Ads-ის დაკავშირებაში, რათა შეძლოთ თქვენი საძიებო კამპანიების პერფორმანსის შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი ერთიანი სანდო ინფორმაციის წყაროდან, დისფლეი კამპანიების მონაცემებთან ერთად.
ყოვლისმომცველი ანალიზი და ატრიბუცია. შეაგროვეთ მონაცემები ყველა პლატფორმიდან ერთად. დააავტომატიზირეთ SA360 მონაცემების CM360-ში იმპორტი და გამოიყენეთ ატრიბუციის წამყვანი მოდელები კონვერსიების წყაროს ზუსტად დასადგენად. საერთო Floodlights ხელს უშლის იმას, რომ კონვერსიები სხვადასხვა არხებში ერთზე მეტჯერ ჩაითვალოს.
კამპანიებთან მუშაობის უნიკალური ინსტრუმენტები. გამოიყენეთ მძლავრი ინსტრუმენტები, რომლებიც სხვა არხებში არ არის ხელმისაწვდომი: მოქნილი შაბლონები სამუშაო პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციისთვის, კროს-პლატფორმული პორტფელური ბიდინგის სტრატეგიები და საერთო ბიუჯეტის დაგეგმვა.
Floodlight-ზე დაფუძნებული ბიდინგის ოპტიმიზაცია. გამოიყენეთ Floodlight-ები, ინდივიდუალურად ოპტიმიზაციისთვის და საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
Google Ads-ისა და CM360-ის ინტეგრაცია. მიიღეთ ყველაზე ეფექტური და გამარტივებული კავშირი CM360-სა და Google Ads-ს შორის მინიმალური განსხვავებებით. ისარგებლეთ Google Ads-ში რეალურ დროში ბიდინგის უპირატესობებით Search Ads 360-ის ბიდინგის სტრატეგიებით.
ცენტრალიზებული დაგეგმვა და მართვა. დაგეგმეთ და მართეთ მრავალარხიანი სარეკლამო აქტივობები ერთი პლატფორმიდან.
კონვერსიების ღირებულების მოქნილი პარამეტრები. შექმენით კონვერსიების ღირებულების თქვენი წესები როგორც sub-manager-ის, ასევე კამპანიის დონეზე, დაამატეთ ცვლადი პარამეტრები, ფორმულები მრავალი კონვერსიისთვის და weighted კონვერსიები.